03 აგვისტო 2026,   12:52
ვრცლად
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქედის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქედის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და ინფორმაცია მიიღო მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით.

ქედაში ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში შენობის სრული შიდა და გარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.

განახლებული სივრცე გააერთიანებს კულტურის ცენტრს, სახელოვნებო სკოლასა და ბიბლიოთეკას. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ჯამში 4 652 040 ლარია გათვალისწინებული.

დღის ამბები