"ჩვენ შევძელით, შეგვენარჩუნებინა ის ხაზი, რომელიც თავდაპირველად იყო და ეს შესწორება კონკრეტულად შეეხება "რუსთავი 2-ის", "იმედის" და "პოსტივის" დასანქცირების საკითხს," - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის მრჩეველმა საგარეო საკითხებში, ელენე მეტრეველმა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში.
მეტრეველი აცხადებს, რომ ისინი მოუწოდებენ ევროკომისიას, გადახედონ ამ ტელევიზიების აკრედიტაციის საკითხს.
"ეს იყო ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებების პროცესი და ჩვენ შევძელით, შეგვენარჩუნებინა ის ხაზი, რომელიც თავდაპირველად იყო და ეს შესწორება კონკრეტულად შეეხება "რუსთავი 2-ის", "იმედის" და "პოსტივის" დასანქცირების საკითხს.
ჩვენ მოვუწოდებთ ევროკომისიას და ევროკავშირის საგარეო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, რომ გამოიყენონ ყველა ის მექანიზმი, რომელიც არსებობს ევროკავშირში და გადახედონ ამ ყველა ტელევიზიის აკრედიტაციას," - აცხადებს ელენე მეტრეველი.