20 ივნისი 2026,   06:40
ვრცლად
"გედების ტბა" ოპერისა და ბალეტის სცენაზე განახლებული ინტერპრეტაციით დაბრუნდა

მსოფლიო ბალეტის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დადგმა "გედების ტბა" საქართველოს ოპერისა და ბალეტის სცენაზე განახლებული ინტერპრეტაციით დაბრუნდა. თაობები იცვლებიან, სცენაც მუდმივად ახალ ფორმებს ეძებს, თუმცა - მსოფლიო ბალეტის ისტორიაში არსებობს უნიკალური ქორეოგრაფიული ნახაზი, რომლებიც აქტუალობას ათწლეულების შემდეგაც ინარჩუნებს. ასეთია "გედების ტბაც".

ახლებურ დადგმაზე, სადაც კლასიკური ხაზი შენარჩუნებულია ნინო ანანიაშვილმა იმუშავა. სპექტაკლის დრო შემცირდა, თუმცა დამატებულია თანამედროვე დეტალებიც, რაც წარმოდგენას ახალი თაობის მაყურებლისთვის უფრო საინტერესოს ხდის. 

 

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები