დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის მედიახელოვნების ყოველწლიური შეხვედრა იმართება. პროგრამა სტრატეგიულ სამუშაო სესიებსა და კულტურულ აქტივობებს აერთიანებს, რომლის მიზანი ქვეყნის კულტურული იდენტობისა და თანამედროვე პოტენციალის წარმოჩენაა.
მონაწილეები სამუშაო შეხვედრებს და ქართველი მედია ხელოვანების პრეზენტაციებს დაესწრნენ. მოინახულებენ თბილისის კულტურულ სივრცეებსაც.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მასპინძლობს.