05 ივნისი 2026,   15:27
ვრცლად
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, "ჰეზბოლას" საინჟინრო დანაყოფის მეთაური მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, “ჰეზბოლას” საინჟინრო დანაყოფის მეთაური აბედ ჰარბი მოკლეს, რომელიც სამხრეთ ლიბანში, “ცაჰალის” ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ასაფეთქებელი ნივთიერებების აწყობაზე იყო პასუხისმგებელი.

Abcnews-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებს მისი მკვლელობის ადგილისა და დროის შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.

“ის იყო “ჰეზბოლას” მაღალი რანგის მეთაური და პასუხისმგებელი იყო ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებზე არაერთ თავდასხმაზე“, - აღნიშნულია “ცაჰალი” განცხადებაში.

დღის ამბები