უკანონო კრიპტომაინინგის საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ისაუბრა.
ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, უკანონო ბიზნეს საქმიანობა ბევრ გამოწვევასა და პრობლემას ქმნის, რაც ყველაზე დიდ ზიანს მუნიციპალიტეტსა და ადგილობრივებს აყენებს.
მისივე თქმით, სახელმწიფო კი უკანონო კრიპტომაინინგის წინააღმდეგ შესაბამის ნაბიჯს გადადგამს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამოღებული იქნა 195 მაინერი. აღნიშნულით დადასტურდა ის ფატები, რაზეც სახელმწიფო მინისტრს ჰქონდა ბრიფინგი. 137 მილიონ კილოვატ-საათი, არარეალურია მსგავსი ზომის მუნიციპალიტეტისთვის, მაქსიმალური მოხმარება უნდა იყოს 7-10 კილოვატ-საათი.
ვაგრძელებთ იმ გადაწყვეტილების აღსრულებას, რომელიც იქნა მიღებული მთავრობის მიერ. დამონტაჟდება შესაბამისი მრიცხველები, ინდივიდუალურად, ასევე დასახლებებში. მოვუწოდებთ მოსახლეობას, ითანამშრომლონ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რათა გამოვლინდეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობა", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.