05 ივნისი 2026,   16:02
ვრცლად
"საქართველო ქმნის მოდელს, თუ როგორი უნდა იყოს პრაგმატული, მულტისექტორული საგარეო პოლიტიკა" - ბრიტანელი პოლიტოლოგი, რიჩარდ საკვა

თბილისის მდგრადი განვითარების მე-16 რეგიონული ფორუმის მეორე დღე მიმდინარეობს. 20 ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის დიპლომატები, ექსპერტები, მკვლევრები და პოლიტოლოგები ეკონომიკის, უსაფრთხოების, გეოპოლიტიკისა და ურბანული განვითარების საკითხებს განიხილავენ.

ბრიტანელი პოლიტოლოგი, რიჩარდ საკვა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრაგმატულ კურსზე საუბრობს.

"საქართველო ქმნის მოდელს, თუ როგორი უნდა იყოს პრაგმატული, მულტისექტორული საგარეო პოლიტიკა, რომელიც არის დაფუძნებული არა ვინმესთვის რამის თხოვნაზე, არამედ ეროვნულ პოლიტიკაზე, რაც ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეობს. საქართველოს მთავარი პრინციპი არის მშვიდობა, ამით თბილისი გვაჩვენებს გზას, როგორ უნდა იყო დამოუკიდებელი. ევროკავშირი კი, რომელიც მშვიდობის პროექტია, დაუბრუნდა 1940-იან წლებს, როდესაც ევროპის კონტინენტზე ბატონობდა ომის დღის წესრიგი. ისინი, ვინც ამის წინააღმდეგ მიდიან, ევროპაში არ უყვართ," - აცხადებს რიჩარდ საკვა.

დღის ამბები