ბერლინი მოსკოვს ევროპული მხარის მონაწილეობით სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ევროპა პროცესში უშუალოდ უნდა ჩაერთოს. შესაბამისი განცხადება გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მედიასთან საუბრისას გააკეთა.
"დადგა დრო, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ევროპელები ჩართულები უნდა იყვნენ ამ პროცესში. რა ფორმატში და კონკრეტულად როდის მოხდება ეს, ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ მომენტში გადავწყვიტოთ", - აღნიშნა იოჰან ვადეფულმა.
მინისტრის განმარტებით, კონფლიქტი იმ ფაზაში შევიდა, რომელიც მის სასწრაფო დასრულებას მოითხოვს.