05 ივნისი 2026,   21:14
ვრცლად
"იმუშავეთ, ძმებო!" - პუტინმა ზელენსკის წერილის პასუხად რუს სამხედროებს მიმართა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე, ვლადიმერ ზელენსკის ბოლო წერილს საბრძოლო ხაზზე მყოფი რუსი სამხედროებისადმი მიმართვით უპასუხა.

მან სიტყვა დაასრულა ფრაზით "იმუშავეთ, ძმებო!" და აღნიშნა, რომ სამხედროებით მთელი ქვეყანა ამაყობს.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რომ მოცემულ შემთხვევაში „მიმართვა საჭიროა არა ამ წერილის ავტორების და ეპისტოლარული ჟანრის მოყვარულების მიმართ, არამედ რუსი მებრძოლებისადმი“.

"და აი, მათდამი მიმართვისას მინდა ვთქვა: ამხანაგო ჯარისკაცებო და მეზღვაურებო, ამხანაგო სერჟანტებო და მიჩმანებო, ამხანაგო ოფიცრებო, ადმირალებო და გენერლებო, მთელი ქვეყანა თქვენ შემოგყურებთ, მთელი ქვეყანა ამაყობს თქვენით და თქვენი იმედი აქვს, აღნიშნა პუტინმა. - “იმუშავეთ, ძმებო!“

დღის ამბები