05 ივნისი 2026,   19:21
ვრცლად
"გარემოზე ზრუნვა ბავშვობიდან იწყება" - ამ გზავნილით დედაენის ბაღში გამწვანების აქცია გაიმართა

"გარემოზე ზრუნვა ბავშვობიდან იწყება" - ამ გზავნილით დედაენის ბაღში გამწვანების აქცია გაიმართა. ახალგაზრდებს ელდარის ფიჭვის ნერგები აჩუქეს და მცენარეთა მოვლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, დაჯილდოვდნენ კონკურსის "ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას გამარჯვებული მოსწავლეები.

შემეცნებითი თამაშები, ფლეშმობი, მუსიკალური ნომრები და ანიმატორების წარმოდგენები - გარემოს დაცვის მსოფლიო დღე თბილისში მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა. დედაენის ბაღში სამინისტროს სისტემაში შემავალმა ექვსმა უწყებამ სპეციალური თემატური სივრცეები მოაწყო და დამთვალიერებლებს გარემოსდაცვითი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

გაიმართა პროექტის "განათლება მწვანე მომავლისთვის" შემაჯამებელი ღონისძიებაც. გარემოს დაცვის მინისტრმა დააჯილდოვა პედაგოგები, რომლებმაც ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ კონკურსში საუკეთესო შედეგები აჩვენეს.

საქართველო ახალ ნაბიჯს დგამს გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შემცირების მიმართულებით . სულ მალე, ქვეყანას კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმა ექნება. ეს იქნება პირველი სისტემური დოკუმენტი, რომელიც 10-წლიან სტრატეგიულ ხედვასა და 5-წლიან სამოქმედო გეგმას მოიცავს.

"ბუნებით შთაგონებული. კლიმატისთვის. ჩვენი მომავლისთვის" - ამ დევიზით, საქართველო გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს შეუერთდა.

ავტორი: ირაკლი კოშაძე. 

დღის ამბები