05 ივნისი 2026,   20:50
ვრცლად
პუტინმა განაცხადა, რომ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი არასდროს უთქვამს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი არასდროს უთქვამს, თუმცა წინააღმდეგია ფუჭი, უშედეგო საუბრების.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამი კვირის წინ მას რუსეთის „ბიზნესწრეების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა“ დაურეკა და შეატყობინა, რომ კიევში მიიწვიეს.

პუტინმა დასძინა, რომ ამის შემდეგ ის პირი დაბრუნდა და თქვა, რომ "ყოველივე მეორეხარისხოვანის მიღმა, ყველაზე მთავარი ისაა, რომ ბატონმა ზელენსკიმ შეხვედრა ითხოვა".

"მე ვამბობ: უარი არასდროს მითქვამს, მაგრამ შეხვედრა იმისთვის, რომ, როგორც ჩვენთან იტყვიან, "ცარიელიდან ცარიელში გადავასხათ" - მე ეს ვიცი, გამოვლილი მაქვს" - განაცხადა მან სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე.

დღის ამბები