07 ივნისი 2026,   13:15
ვრცლად
"მონად შობილი, ხბომადიდებელი ბანდერლოგი... სააკაშვილის ნასროლ განავალში უნდა დაიხრჩონ" - ყოფილ და მოქმედ "ნაციონალებს" შორის დაპირისპირება მორიგ ბრალდებებში გადაიზარდა

ნიკა გვარამია, ანა წითლიძე და თამარ ჩერგოლეიშვილი - ყოფილ და მოქმედ "ნაციონალებს" შორის მიმდინარე დაპირისპირება ურთიერთბრალდებების მორიგ სერიაში გადაიზარდა.

"ფედერალისტების" ლიდერი "ნაციონალური მოძრაობის" მძიმე ბრალდებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. აზიარებს ანა წითლიძის განცხადებას, რომელიც ნიკა გვარამიას "ნაციონალური მოძრაობის" ძარცვასა და სააკაშვილის რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.

"მეგობრებო - ასეთია მონად შობილი, ხბომადიდიდებელი ბანდერლოგი.

ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანს, როგორც ასეთს, ადამიანის არჩევანს - მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ძალას ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს.

ამ ბანდერლოგების ლოგიკით, სააკაშვილმა შევარდნაძის რესურსი არალეგიტიმურად გამოიყენა - უნდა ჩაყოლოდა კორუფციის ჭაობში.

სანამ ამ ადამიანის მოდგმის და ადამიანის განვითარების მტრებს, ამ ჭიაღუებს არ გადაჭლეტს წინააღმდეგობა, იმ ძალას ვერ შეიძენს, რაც ბიძინას წაქცევას სჭირდება.

ასე რომ კარგია რაც ხდება საბოლოო ჯამში - სააკაშვილის ნასროლ განავალში უნდა დაიხრჩონ", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები