08 ივნისი 2026,   21:57
ვრცლად
ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ირანზე თავდასხმისგან ამჟამად თავს იკავებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანი და "ჰეზბოლა" ახლა იმაზე სუსტები არიან, ვიდრე ოდესმე და აღნიშნა, რომ ისრაელი ამჟამად ირანზე თავდასხმისგან თავს იკავებს.

ამასთან, ნეთანიაჰუმ მიანიშნა, რომ მათ წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.

"ცეცხლი ამ ეტაპზე ლოკალიზებულია, მაგრამ, თუ ირანი შეცდომას დაუშვებს და კვლავ თავს დაგვესხმება, ჩვენ ძალით ვუპასუხებთ. ისრაელს აქვს თავდაცვის ყველა უფლება და ჩვენ მას საჭიროებისამებრ გამოვიყენებთ", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

დღის ამბები