10 ივნისი 2026,   11:17
ვრცლად
გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა შორის ინტელექტუალური შეჯიბრი "ინტელექტ ჩემპიონატი 2026" გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა შორის ინტელექტუალური შეჯიბრება "ინტელექტ ჩემპიონატი 2026" გაიმართა.

ტურნირი 3 დღის განმავლობაში ორი ასაკობრივი ჯგუფის გუნდებს შორის მიმდინარეობდა. მასში გორის 64 სკოლის 720 მოსწავლე მონაწილეობდა.

გამარჯვებული გუნდები გორის მერიის მიერ სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. დაწესდა დამატებითი პრიზიც - გამარჯვებული ბავშვები ზაფხულის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ბანაკში დაისვენებენ.

დღის ამბები