11 ივნისი 2026,   14:57
ვრცლად
ჩვენი ერთობლივი ღონისძიება არის მაგალითი, მინდა, ჩვენი ქართველი კოლეგებისა და შესაბამისი უწყების მიმართ გამოვხატო მადლიერება - აშშ-ის შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი დენიელ ჰერისი

მაქვს პატივი, ვიყო აქ, ძალზედ მნიშვნელოვანი ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად. ჩვენ ვართ საგანგებო სამსახური და ნამდვილად ვცდილობთ, გავაფართოოთ ჩვენი ცოდნა, აქტიურობა და საქმიანობა, რათა ამ რთულ ასპარეზზე ვიმუშაოთ შესაბამისად, - ამის შესახებ აშშ-ის შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა, დენიელ ჰერისმა განაცხადა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც ეხებოდა ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავებას.

ქართველმა სამართალდამცველებმა, ამერიკელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, კრიპტოვალუტის გათეთრების საქმეზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩაატარეს.

დენიელ ჰერისის თქმით, ეს არის საერთო მიზნის მისაღწევად წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი.

"ჩვენ გვაქვს შესაბამისი სააგენტო, რომელიც იძიებს ისეთი ტიპის დანაშაულებს, როგორიცაა ფულის გათეთრება, სხვადასხვა დანაშაული, მაგალითად, საგადასახადო ტიპის დანაშაულები. ჩვენ ვპარტნიორობთ, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ტრანსეროვნულ ორგანიზაციებთან. ჩვენი ერთობლივი ღონისძიება არის მაგალითი, როგორ ვმუშაობთ ჩვენ, როდესაც ერთი მიზნის მისაღწევად ვმოქმედებთ. ამიტომაც, მინდა, ჩვენი ქართველი კოლეგებისა და შესაბამისი უწყების მიმართ გამოვხატო მადლიერება," - განაცხადა დენიელ ჰერისმა.

დღის ამბები