8 საათი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნამდე - არხის ისტორიაში პირველად, დღეიდან 19 ივლისის ჩათვლით, ტურნირის 104-ვე მატჩს "რუსთავი 2" პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. არხი საგანგებო რეჟიმზე გადადის. პლანეტის ყველაზე დიდი საფეხბურთო სანახაობის გასაშუქებლად "რუსთავი 2-"ის გუნდი უკვე მზად არის. თავიდან ბოლომდე შეიცვალა სატელევიზიო ბადე და ის სრულად არის მორგებული მსოფლიო ჩემპიონატზე.
პირდაპირი ტრანსლაციების პარალელურად, მაყურებელი ნახავს საფეხბურთო მიმოხილვებს და სიუჟეტებს. ერთმანეთს 8 კომენტატორი შეცვლის.
"მადლობა "რუსთავი 2-ს" ამ შესაძლებლობისთვის. ბავშვობის ოცნება ავიხდინე. მსოფლიოს ჩემპიონატის თუნდაც ერთი თამაშის წაყვანა კომენტატორისთვის წარმოუდგენლად მაგარი ამბავია. მეც ის თაობა ვარ, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გაიზარდა და რომელსაც თავის დროზე "რუსთავი 2-ზე" ვუყურებდი. ახლა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გულშემატკივარი გავახაროთ. თავს არ დავზოგავთ," - აღნიშნა კომენტატორმა ლუკა დალაქიშვილმა.
მსოფლიო ჩემპიონატი პირველად ტარდება ერთდროულად სამ ქვეყანაში, შეერთებული შტატებში, კანადასა და მექსიკაში. წელს რეკორდულია ეროვნული ნაკრებების რაოდენობაც. 16 სტადიონი მათ შორის მეხიკოს "აცტეკა," სადაც დღეს დიდი გახსნაა.