12 ივნისი 2026,   09:09
ვრცლად
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთშია - საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიშკეკშია. ამ წუთებში ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დაიწყო. ირაკლი კობახიძეს სადირ ჟაპაროვი მასპინძლობს.

დაგეგმილია ლიდერების შეხვედრა ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, რის შემდეგაც დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია შედგება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ყირგიზეთის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ეს ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტია ყირგიზეთში. პრემიერი ბიშკეკში ოთხ მინისტრთან და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად იმყოფება. უკვე შედგა ვიცე-პრემიერ, მაკა ბოჭორიშვილის და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა. მთავარი ყურადღება "შუა დერეფნის" განვითარებას, სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურასა და ორმხრივი ვაჭრობის გაღრმავებას დაეთმო.

ასევე შედგა შეხვედრა საქართველოსა და ყირგიზეთის ეკონომიკის მინისტრებს შორის. გარდა ამისა, ჩატარდა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის რიგით მეორე სხდომაც. მხარეებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობას სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორში. სხდომის ბოლოს გაფორმდა ეკონომიკური თანამშრომლობის ოქმი.

დღის ამბები