12 ივნისი 2026,   19:44
ვრცლად
"უკიდურესად არასანდო ხალხია. მათ შემთხვევაში "კეთილსინდისიერი მოლაპარაკების" ცნება უბრალოდ არ არსებობს" - ტრამპი ირანს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

დონალდ ტრამპი ირანს სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

"იმ პირობებს, რომლებიც ირანმა ყალბ ახალ ამბებში გაავრცელა, არანაირი კავშირი არ აქვს წერილობით შეთანხმებულ პუნქტებთან. მათი განცხადებები, მათ შორის უსუსური და საცოდავი მტკიცება იმისა, თითქოს შეთანხმებას მიაღწიეს, სრული სიცრუეა.

ისინი უკიდურესად არასანდო ხალხია და მათთან საქმის დაჭერა შეუძლებელია. მათ შემთხვევაში "კეთილსინდისიერი მოლაპარაკების" ცნება უბრალოდ არ არსებობს. გაოგნებული ვარ!

ამასთანავე, სრულიად მიუღებელია წუხელ მათი მხრიდან დრონებით განხორციელებული თავდასხმა ჰორმუზის სრუტიდან გამოსულ ინდურ გემებზე, რაც სრულადაა მოგერიებული. სჯობს გონს მოეგონ, თანაც სასწრაფოდ!" - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

 

ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები