ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის თქმით, ამერიკასა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი შეეხება ბირთვულ პროგრამას, სანქციების შემსუბუქებას, ჰორმუზის სრუტის ბლოკადასა და სხვადასხვა საკითხს. ამის შესახებ მან ირანული მედიის ეთერში განაცხადა.
შეთანხმება, რომელზეც მხარეებს ჯერ ხელი არ მოუწერიათ, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ასევე, მოიცავს რეზოლუციას ლიბანის კონფლიქტსა და "ყველა სხვა ფრონტთან" დაკავშირებით.
არაღჩის განცხადებით, მემორანდუმი ასევე ფოკუსირებული იქნება ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაძაბულობის სხვა ასპექტებზეც და მოიცავს წერილობით განაცხადს აშშ-ისგან, რომ ის პატივს სცემს ირანის სუვერენიტეტს.
"მემორანდუმი ფოკუსირებული იქნება ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაძაბულობის სხვა ასპექტებზეც და მოიცავს წერილობით განაცხადს შეერთებული შტატებისგან, რომ ის პატივს სცემს ირანის სუვერენიტეტს. მუქარები უნდა შეწყდეს და ირანელ ხალხს პატივისცემით უნდა მოექცნენ. ირანი მზადაა დაუბრუნდეს ომს, თუკი აშშ სხვა გზას აირჩევს. ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობები თუ არ იქნება დაცული, ფინალურ შეთანხმებას ხელი არ მოეწერება," - აღნიშნა აბას არაღჩიმ.