გერმანია-კურასაოს მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი სხვაობით - 7:1 დასრულდა. ორ სეზონიანი წარუმატებლობის შემდეგ, გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე საოცარი შემართებით დაბრუნდა, რაც მიმდინარე მატჩის ანგარიშზეც აისახა.
კურასაოს წინააღმდე გერმანელი ფეხბურთელები შეუჩერებლები იყვნენ და მატჩი 7:1, გერმანიის სასარგებლოდ დასრულდა.
ბოლო, მეშვიდე გოლი კურასაოს კარში გერმანიის ნაკრებმა თითქმის თამაშის მიწურულს, 87-ე წუთის დასასრულს გაიტანა.
დებიუტანტმა კურასაოს საფეხბურთო ნაკრებმა, ერთადერთი გოლი ისეთ მეტოქესთან, როგორიც გერმანიაა, შეხვედრის პირველ ტაიმში გაიტანა, საბოლოოდ კი დიდი ანგარიშით დანებდა.