საქართველოს რკინიგზამ წლიური ანგარიში გამოაქვეყნა. გასულ წელს მოგებამ 153 მილიონამდე ლარი შეადგინა. მაშინ, როცა 2024 წელს მაჩვენებელი 68 მილიონი იყო.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს საოპერაციო საქმიანობის გაუმჯობესებისა და ფინანსური ხარჯის შემცირების შედეგია. მზარდი დინამიკა 2026 წელსაც გაგრძელდა. პირველ ხუთ თვეში კომპანიის ტვირთბრუნვის მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8 პროცენტით არის მომატებული. რაც შეეხება ბიზნესის ფინანსური მართვის მაჩვენებელს, 2026 წლის 5 თვეში ის 91 პროცენტით გაიზარდა და 123 მილიონამდე შეადგინა.
2025 წლის ანალოგიური პერიოდში ეს მაჩვენებელი 2-ჯერ ნაკლები, 64 ნახევარი მილიონი ლარი იყო. რაც შეეხება წმინდა მოგებას, 2026 წლის 5 თვეში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 88 ნახევარ მილიონ ლარამდე, რაც 50-პროცენტიანი მატებაა.