16 ივნისი 2026,   11:34
ვრცლად
ხარისხიან განათლებაზე თანაბარი წვდომა თითოეული ახალგაზრდის უფლებაა - მარიამ ლაშხი

"საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე" - გაიმართა განათლების სამინისტროს პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება. შეხვედრა მინისტრმა გახსნა და მიმართულების პრიორიტეტულობას გაუსვა ხაზი.

პროექტმა საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა – 15 შეხვედრას 2 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

დისკუსიის შედეგები საფუძვლად დაედება ინკლუზიური განათლების პოლიტიკის გაუმჯობესებას და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის განცხადებით, ინკლუზიური განათლების განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მისი თქმით, აუცილებელია ყველა მოსწავლესა და ახალგაზრდას ჰქონდეს თანაბარი წვდომა ხარისხიან განათლებაზე.

"შეჯამდა ის შედეგები, რომლებიც ამ დიალოგის შედეგად გამოიკვეთა, რომელიც ჩვენთვის გახდება სამოქმედო გეგმა და მიზანი იმისა, რომ უახლოეს პერიოდში აღნიშნული საჭიროებები უკვე დაინერგოს პრაქტიკაში და ამით ჩვენ კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა და მხარდაჭერა განვახორციელოთ ჩვენი უსაყვარლესი მოსწავლეების მიმართ“, - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე.

დღის ამბები