16 ივნისი 2026,   14:27
ვრცლად
"ევროკავშირმა საკუთარ ღირებულებებზე, ფასეულობებსა და პრინციპებზე უარის თქმა მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველოს სრულიად უსამართლო კრიტიკა დაიწყო" - ნინო წილოსანი

"ევროკავშირმა საკუთარ ღირებულებებზე, ფასეულობებზე და პრინციპებზე უარის თქმა მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველოს სრულიად უსაფუძვლო და უსამართლო კრიტიკა დაიწყო", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე საუბრობს.

ნინო წილოსანი ეხმაურება გაფართოების საკითხებში ევროკომისარის, მარტა კოსის განცხადებას, რომლის თანახმადაც ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ.

"ევროკავშირმა საკუთარ ღირებულებებზე, ფასეულობებსა და პრინციპებზე უარის თქმა მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველოს სრულიად უსაფუძვლო და უსამართლო კრიტიკა დაიწყო. თუმცა, ალბათ ჯერ ყველაფერი წინ არის. ჩვენ ვნახეთ, რომ ახლა ისინი განიხილავენ ევროკავშირში ახალი წევრების მიღებას ისეთი უუფლებო სტატუსით, როგორიც არის ვეტოს უფლება. როგორც ვხედავთ, ახალ მიღებული წევრების კიდევ უფრო და უფრო მეტად შევიწროებას ვადევნებთ თვალს, გარდა იმისა, რომ ფიზიკურად არც არის ცნობილი, როდის გაფართოვდება ევროკავშირი და როდის მიეცემათ კანდიდატ სახელმწიფოებს თუ სხვებს გაწევრიანების საშუალება. როგორც ვხედავთ, ახლა ისინი სეგრეგირებულ ევროკავშირს ქმნიან. რაღაც ნაწილი არის უფლებით და კონკრეტული პრივილეგიებით, ხოლო მეორე ნაწილი არის სრულიად უუფლებო, თუმცა აქვთ უამრავი ვალდებულება და აქვთ სხვა წევრების მხრიდან კრიტიკის მიღების ვალდებულება და აუცილებლობა," - აცხადებს ნინო წილოსანი.

დღის ამბები