17 ივნისი 2026,   10:34
ვრცლად
ბათუმში ტურისტული სეზონი იხსნება - 20 და 21 ივნისს ზღვისპირა ქალაქი "ზაფხულის ფესტივალს" უმასპინძლებს

ბათუმი ტურისტულ სეზონს ოფიციალურად ხსნის - 20 და 21 ივნისს ზღვისპირა ქალაქი "ზაფხულის ფესტივალს" უმასპინძლებს. ანბანის კოშკთან საფესტივალე სივრცე საზაფხულო დეკორაციებით მოირთვება, სადაც სტუმრებისთვის 10-ზე მეტი ლაუნჯი და კაფე იმუშავებს.

მუსიკალურ განწყობაზე ბენდები იზრუნებენ, პარალელურად კი, 150-მდე მეწარმის გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

ფესტივალზე დასწრება უფასოა.

შაბათ-კვირას მუსიკალური შოუ ყოველდღე საღამოს 5 საათიდან დაიწყება.

დღის ამბები