19 ივნისი 2026,   18:02
ვრცლად
ირაკლი კირცხალია ევროკომისარ მარტა კოსის კრიტიკასა და კონკრეტული კანონების გაუქმების მოთხოვნაზე: ვერ შემოდიან ობიექტურად დისკუსიაში, რადგან არ არიან ობიექტურები და ყველაფერთან ერთად ვხედავთ მასკარადს, პიარ შოუს, რომელიც გაცვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია ევროკომისარ მარტა კოსის კრიტიკასა და კონკრეტული კანონების გაუქმების მოთხოვნას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს შეფასება გაცვეთილია ისე, როგორც ის მასკარადი და პიარ შოუ, რომელსაც საზოგადოება მათი მხრიდან ხედავს.

"რომელი კანონების გაუქმებას გულისხმობს ევროკომისარი? ალბათ, გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებების კანონს, ან მანიფესტაციებთან დაკავშირებულ კანონს. ნებისმიერი კანონი, რომელიც ამ დარბაზში არის მიღებული ან მომავალში მიიღება, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს. ამა თუ იმ კანონს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ინტერესებიდან გამომდინარე იღებს პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება და გუნდი, რომელსაც აქვს ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მანდატი. ყველას კარგად გვახსოვს, რომ როდესაც იყო თითოეული ჩამოთვლილი კანონპროექტი ჩვენ მზად ვიყავით ნებისმიერი დისკუსიისთვის და ღიად ვამბობდით, რომ შევიდეთ გნებავთ ღია, გნებავთ დახურულ დისკუსიაში. ისინი ამას ვერ აკეთებენ იმიტომ, რომ ვერ შემოდიან ობიექტურად დისკუსიაში, რადგან არ არიან ობიექტურები და ყველაფერთან ერთად ვხედავთ მასკარადს, პიარ შოუს, რომელიც გაცვდა. ასე რომ, ასეთივე გაცვეთილია ეს შეფასება", - განაცხადა კირცხალიამ.

დღის ამბები