21 ივნისი 2026,   22:01
ვრცლად
ატესტატების გაცემა 22 ივნისიდან იწყება

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სრული ზოგადი განათლების (მე-12 კლასი) დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღებას 22 ივნისიდან იწყებს.

ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.

ატესტატის მისაღებად, განაცხადი შეიძლება წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე სკოლადამთავრებულმა მოსწავლემ, ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა (მინდობილმა პირმა), ან 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში - მშობელმა.

31 დეკემბრის ჩათვლით, მზა დოკუმენტი განცხადების ჩაბარებიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა.

"მატერიალური ატესტატის მიღების შემდეგ, დაინტერესებულ პირს შეუძლია ელექტრონული პორტალიდან - my.gov.ge ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა, რომელსაც დედნის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, განცხადების ჩაბარებისას განმცხადებლისათვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომრისა და კოდის მეშვეობით", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში. 

დღის ამბები