22 ივნისი 2026,   22:52
ვრცლად
"თემურ უგულავას სახით თბილისს გამოაკლდა ადამიანი, რომლის საქმიანობამაც თბილისის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა" - კახა კალაძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს

თბილისის მერი კახა კალაძე ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალებას ეხმაურება და სამძიმრის წერილს აქვეყნებს. როგორც კალაძე აღნიშნავს, თემურ უგულავას გამორჩეული ხედვა და ინდივიდუალური ხელწერით განხორციელებული პროექტები დედაქალაქის განუყოფელ ნაწილად იქცა.

"თემურ უგულავას სახით თბილისს გამოაკლდა ადამიანი, რომლის საქმიანობამაც თბილისის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მისი გამორჩეული ხედვით, პროფესიონალიზმით, ინდივიდუალური ხელწერით განხორციელებული პროექტები ჩვენი დედაქალაქის განუყოფელი ნაწილია.

ჩვენ კი დავკარგეთ მეგობარი, თანამოაზრე და ამ ქალაქზე შეყვარებული კაცი.

ვიზიარებ თემურ უგულავას ოჯახის, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას!" - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები