23 ივნისი 2026,   03:57
ვრცლად
მესის დუბლი მსოფლიო ჩემპიონატზე - არგენტინამ ავსტრია 2:0 დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინისა და ავსტრიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა არგენტინის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. მატჩის მთავარი გმირი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც მეტოქის კარში ორი გოლის გატანა შეძლო.

ანგარიში შეხვედრის პირველ ტაიმში, 38-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც მესიმ ზუსტი დარტყმით არგენტინა დააწინაურა. ავსტრიის ნაკრები მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდა წონასწორობის აღდგენას, თუმცა შეხვედრის დასასრულს, მსაჯის მიერ დამატებულ დროში (90+5' წუთზე), მესიმ დუბლი გაიფორმა და მატჩის საბოლოო წერტილი დასვა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ყველა შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟსა და საუკეთესო მომენტების მიმოხილვას შეგიძლიათ თვალი "რუსთავი 2-ის" ეთერში ადევნოთ.

დღის ამბები