24 ივნისი 2026,   01:54
ვრცლად
ლიბანში ორი ადამიანის მკვლელობის შემდეგ, "ჰეზბოლა" ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების "უხეშ დარღვევაში" ადანაშაულებს

"ჰეზბოლამ" ისრაელი აშშ-სა და ირანს შორის 14-პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის გეგმის "უხეშ დარღვევაში" დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ, ისრაელის თავდასხმების შედეგად ორი ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"დილის 11:30 საათზე, ქალაქ ნაბატიეს ალ-დაირის რაიონში, ისრაელის არმიამ საცხოვრებელი შენობიდან, ტყვიამფრქვევიდან ცეცხლი გაუხსნა მშვიდობიანი მოსახლეობის ჯგუფს" - განაცხადა ირანის მიერ მხარდაჭერილმა მებრძოლმა დაჯგუფებამ, წერს მედია.

"ისლამური წინააღმდეგობა აცხადებს, რომ მტრის ქმედებები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევას წარმოადგენს," - აღნიშნეს ორგანიზაციაში.

"ჰეზბოლას" განცხადებით, დაღუპულები გზების გაწმენდისა და ნანგრევებიდან ცხედრების ამოყვანის ჯგუფის წევრები იყვნენ.

 

 

 

 

დღის ამბები