კალატოზი და ბაციკაძე, ზოგადად, არც არასოდეს მალავენ თავიანთ ლიბერალურ-აკაცუკურ მისწრაფებებს და საქმიანობაც ფრიად "სასარგებლო" და "საამაყო" აქვთ - საკუთარ იუთუბ აუდიტორიაში, რომელიც, ძირითადად, მოზარდებისა და თინეიჯერებისაგან, ანუ ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი კატეგორიისაგან შედგება, გემბლინგის - აზარტული თამაშების რეკლამირება - პოპულარიზაციას ახდენენ, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, იუთუბერ გიორგი კალატოზსა და მის მეწყვილე ტატო ბაციკაძეზე.
მისი შეფასებით, ასეთი ხალხი "ფსკერს ქვემოთ" საკუთარი თავის მაგივრად სხვას რომ დაინახავს, უხერხულია. ხუბუასთვის ისიც არ არის გასაკვირი, რომ ბაციკაძე და კალატოზი, რომლებიც მანამდე “რუსთაველის გადამბუგავ მოძალადე აკაცუკებს” უჭერდნენ მხარს, ახლა ხვიჩა კვარაცხელიას მაგინებლებს იცავენ.
"იუთუბერი ტატო ბაციკაძე ტელეკომპანია "იმედის" შესახებ წერს - ფსკერს ქვემოთ ხართო... მიზეზი? "იმედმა" ქარდზე განათავსა ბაციკაძის მეწყვილისა და მეგობრის, იუთუბერ გიორგი კალატოზის ფრაზა, რომლითაც იგი ხვიჩა კვარაცხელიას მაგინებელ ნაცჟურნალისტთა ტრიოს (კლდიაშვილს, ჩოკორაიას და ერაძეს) სოლიდარობას უცხადებს და ნაწილობრივ ეთანხმება კიდეც.
კალატოზი და ბაციკაძე, ზოგადად, არც არასოდეს მალავენ თავიანთ ლიბერალურ-აკაცუკურ მისწრაფებებს და საქმიანობაც ფრიად "სასარგებლო" და "საამაყო" აქვთ - საკუთარ იუთუბ აუდიტორიაში, რომელიც, ძირითადად, მოზარდებისა და თინეიჯერებისაგან, ანუ ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი კატეგორიისაგან შედგება, გემბლინგის - აზარტული თამაშების რეკლამირება -პოპულარიზაციას ახდენენ.
ჰოდა, ასეთი ხალხი "ფსკერს ქვემოთ" საკუთარი თავის მაგივრად სხვას რომ დაინახავს, ცოტა არ იყოს, უხერხულია.
შესაბამისად, არც ის არის გასაკვირი, რომ ბაციკაძე-კალატოზის დუეტი, რომელიც მანამდე "მოლოტოვის კოქტეილების" მსროლელ, რუსთაველის გადამბუგავ მოძალადე აკაცუკებს გულშემატკივრობდა და ესარჩლებოდა, ახლა ხვიჩა კვარაცხელიას მაგინებლებს იცავს.” - წერს ჯაბა ხუბუა X-ზე.
გიორგი კალატოზის შეფასებით, ცნობილ ვიდეოში, როდესაც დავით ერაძე და მაგდა კლდიაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავენ და ამცირებენ, "რაღაცები მართალი იყო"