24 ივნისი 2026,   02:25
ვრცლად
პუტინმა ისაუბრა პრინციპებზე, რომელთა საფუძველზეც რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის

ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა იმ პრინციპებზე, რომელთა საფუძველზეც რუსეთი მზად არის უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.

"უნდა მოხდეს, სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების ბაზაზე, ანკორიჯში განხილული პირობების საფუძველზე და, რაც ყველაზე მთავარია, ადგილზე არსებული ვითარების გათვალისწინებით. ასევე იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რომლებიც რამდენიმე წლის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოსვლისას ჩამოვაყალიბე" - აღნიშნა მან.

რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ტერიტორიებს ერთმანეთის მიყოლებით კარგავენ. რუსეთი კი ეკონომიკის სტაბილიზაციასა და სამხედროების მიღწევებზე დაყრდნობით, ყველა მიმართულებით წინსვლას გააგრძელებს.

"ყველა ეს, არსებითად, ტერორისტული თავდასხმა, მათ შორის დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე - მაგალითად, ბელორუსი ბავშვების ავტობუსზე ბელგოროდის ოლქში ან სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე სტარობელსკში - ვერ ცვლის და ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ფრონტზე, საბრძოლო შეხების ხაზზე მიმდინარე მოვლენებზე," - დასძინა პუტინმა.

პრეზიდენტის განმარტებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები დარტყმებს იმისთვის ახორციელებენ, რომ შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს ძლიერი სამოლაპარაკო პოზიციები აქვთ. მისივე თქმით, კიევის მხოლოდ როგორც "ნეონაცისტური", ისე შეიძლება დახასიათდეს.

2024 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოსვლისას, პუტინმა უკრაინის კონფლიქტის დასრულების პირობები დაასახელა: კიევმა ჯარები უნდა გაიყვანოს დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან და ასევე უარი თქვას ნატოში გაწევრიანების გეგმებზე.

2022 წლის გაზაფხულზე, სტამბოლში, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი წინასწარ შეთანხმდა და დამოწმდა, რომელიც ორი ქვეყნის დელეგაციების პირისპირ შეხვედრების დროს მომზადდა.

დღის ამბები