აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელაში მომხდარ მიწისძვრებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ მზადაა სტიქიით დაზარებული ქვეყნის დასახმარებლად.
"ვენესუელას ორი ძლიერი მიწისძვრა დაატყდა თავს, ორივე ძლიერი იყო და საშინელი მსხვერპლი მოჰყვა. შეერთებული შტატები მზადაა, სურს და შეუძლია დახმარება! მე ყველა სამთავრობო უწყებას დავავალე, მოემზადონ სწრაფი რეაგირებისთვის. ჩვენ, ჩვენს ახალ და დიად მეგობრებს გვერდით დავუდგებით. პირველადი ცნობები იმედისმომცემი არ არის!!!",- წერს ტრამპი.