ვენესუელას დედაქალაქის დასავლეთით ძლიერი მიწისძვრები მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრა კარაკასიდან დასავლეთით, დაახლოებით 160 კილომეტრში მოხდა, ხოლო ერთ წუთზე ნაკლებ დროში მას 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ ერთი ბიძგი მოჰყვა.
მედიის ცნობით, მიწისძვრის შედეგად, კარაკასში შენობები დაინგრა და ადამიანები მოიყოლა.
მეცნიერები სამხრეთ ამერიკის ქვეყანაში პოტენციურად დიდი მსხვერპლისა და მასშტაბური ნგრევის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებენ.
"სავარაუდოა დიდი მსხვერპლი და მნიშვნელოვანი ზარალი, ხოლო კატასტროფა, დიდი ალბათობით, ფართომასშტაბიანი იქნება", - განაცხადა აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა, რომელიც თავდაპირველად დაღუპულთა რიცხვს 10 000-დან 100 000-მდე აფასებს.
დროებითმა პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს და, ქვეყნის აღდგენითი ძალისხმევის მხარდასაჭერად, შესაბამისი ორგანიზაციებისგან თანხებს მოიძიებს.