ანტიქართული რეზოლუციები და ორმაგი სტანდარტი - თბილისში კიდევ ერთხელ საუბრობენ ბრიუსელის და სტრასბურგის უსამართლო მიდგომებზე.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ სუბიექტური დამოკიდებულებით ევროსტრუქტურები დემოკრატიულ ფასეულობებს შორდებიან. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.
რეზოლუციის მიღებამდე ასამბლეაზე დებატები გაიმართა, სადაც ევროპის საბჭოს ინსტიტუტების ეფექტიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს.
"რას ვითხოვდით ჩვენ არაერთხელ? უცხოური გავლენის შესახებ კანონის გაუქმებას; უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის გაუქმებას; ე.წ. ოჯახური ღირებულებების კანონის გაუქმებას; ჩემი მთავარი გზავნილი დღეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება - ის ევროპის საბჭოსაც ეხება, როდესაც საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიკითხოთ, ფუნქციონირებს თუ არა თავად ევროპის საბჭოს დემოკრატიული ინსტიტუტები? დღეს ამ რეზოლუციაში კვლავ ვიმეორებთ ამ მოთხოვნას და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ამჯერად მაინც მოგვისმენენ, რადგან ჩვენი ორგანიზაცია თუ არ უსმენს ამ ასამბლეას, რატომ უნდა უსმენდეს მას ვინმე სხვა, მათ შორის საქართველოც?," - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ესტონელმა დეპუტატმა, ერიკ-ნილს კროსმა.
დებატებზე, მმართველ გუნდთან ერთად, ევროპელმა პოლიტიკოსებმა გააკრიტიკეს ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რომლებმაც საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადეს.
"სამწუხაროდ, ქართველი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი საპირისპირო მიმართულებით მოქმედებს. ამჟამად, ის, ვინც მხარს უჭერს მთავრობას ხშირად თვალს ხუჭავს დიდ დანაშაულებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ. სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი პრესის ფლობის უფლება ზეწოლის ქვეშაა. მიუღებელია პოლიტიკოსების ციხეში ყოფნა. ისინი უნდა იყვნენ პარლამენტში და საჯარო დებატებში. ამავე დროს, გარკვეული ოპოზიციური ძალები უფრო მეტად ყველაფერში მხოლოდ მთავრობის დადანაშაულებით არიან დაკავებული, ავიწყდებათ, რომ მათი ადგილი არის ინსტიტუტებში, რომლებშიც მათ უნდა იმუშაონ. საპარლამენტო ბოიკოტს აზრი არ აქვს, ეს არ ეხმარება საქართველოს მოსახლეობას და საერთოდ საზოგადოებას. ევროპის გაერთიანებულ მემარცხენეებს, ჩვენ გვსურს, ზეწოლა მოვახდინოთ პოლიტიკოსებზე ყველა მხარეს, რომ უკეთესად იმუშაონ, ვიდრე ამას დღეს აკეთებენ," - განაცხადა ევროპის გაერთიანებული მემარცხენეების ჯგუფის წარმომადგენელმა, ლაურა კასტელიმ.