25 ივნისი 2026,   20:40
ვრცლად
შინაგან საქმეთა მინისტრი შიდა ქართლის რეგიონში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, პირველ მოადგილე რონი მესხთან და მოადგილეებთან გიორგი ბახუაშვილთან, გაგა კირკიტაძესთან და შალვა თადუმაძესთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია.

სულხან თამაზაშვილმა დანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა და არსებული ვითარებისა და მიმდინარე საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ასევე საოკუპაციო ხაზთან განთავსებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგუშაგოს ეწვია, სადაც დანაყოფის ხელმძღვანელ პირებთან ერთად არსებულ ვითარებას გაეცნო.

დღის ამბები