27 ივნისი 2026,   15:31
ვრცლად
ბათუმში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ბათუმში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელთან, გენერალ-ლეიტენანტ ანზორ ჩუბინიძესთან ერთად, სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

პროფესიული დღე თანამშრომლებს ასევე მიულოცა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ. ღონისძიებას ბათუმის მერი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღესვე სამსახურის წარმატებული თანამშრომლები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი რგოლია, ხოლო თანამშრომლების პროფესიონალიზმი სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილური ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

დღის ამბები