"თბილისი პიანო ფესტივალი 2026" საზეიმოდ დაიხურა. ორბელიანის მოედანზე, გალა-კონცერტზე მსმენელის წინაშე ფესტივალის დამფუძნებელი, პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი, მაესტრო კარლო პონტი და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი წარდგნენ.
ღია ცის ქვეშ გამართულ დასკვნით კონცერტს კულტურის მინისტრი და საქართველოს პირველი ლედი დაესწრნენ.