"ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მისამართით მწვავე განცხადებას ავრცელებს.
პარტიის ლიდერი ყოფილ პრეზიდენტს და მის გუნდს მედიასივრცის მონოპოლიზებასა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ორგანიზებული შანტაჟის განხორციელებაში ადანაშაულებს.
ჩერგოლეიშვილის მტკიცებით, სააკაშვილის გარემოცვა წლების განმავლობაში სისტემურად ცდილობდა მათ მედიიდან დაბლოკვას.
"ფედერალისტების" ლიდერი იხსენებს 2015 წელს მომხდარ ფაქტს, როდესაც მას მიხეილ სააკაშვილის კრიტიკის შეწყვეტა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაბლოკვით დაემუქრნენ.
ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის გუნდის მიერ დაწესებულმა "ინფორმაციულმა ბლოკადამ" კრახი განიცადა.
"მეგობრებო, რაც დრო გავა, მეტად მიხვდებით, რატომ გვბლოკავდა სააკაშვილი მეინსტრიმიდან. ჩვენს შინაარს შეხედეთ - გადაჯეგილია ყველა სოცმედია. ეს შინაარსი რომ ტელემედიაში იყოს, ჩვენთან სამართლიან კონკურენციას ვინ გაუძლებდა? ვერავინ! ამიტომაც გააპარტახა მთელი მისი გარემოცვა ჩვენი დაბლოკვის მოთხოვნით.
მაგრამ ეს წვალებაც ამაოდ დარჩება და ვინც მისთვის აი ეს უზნეო დავალებები ასრულა გამორჩენის მიზნით და ქართველ ხალხს არჩევანს უმალავდა და ართმევდა, ყველა გაპარტახდება.
როცა პირველად დამაშანტაჟეს - 2015 წელს, სააკაშვილის კრიტიკა შეწყვიტე, თორემ დაგბლოკავთო - აი, მაშინ დავიგაზე რომ ასე მომხდარიყო, და ასე მოხდება. შანტაჟს ასე ვპასუხობთ ფედერალისტები!", -
წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.