საქართველოს პრეზიდენტი ჟენევაში იმყოფება. მიხეილ ყაველაშვილი "ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ" გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვა.
გლობალური დიალოგის მიზანს წარმოადგენს გაეროს წევრი ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობაზე დისკუსია, პრაქტიკის გაზიარება და ღია ინკლუზიური საუბრების გამართვა ხელოვნური ინტელექტის თემატიკაზე.
ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვედება.
"პრეზიდენტმა პირადად მიიღო მოწვევა გენერალური მდივნისგან ამ ღონისძიებაზე. ჩვენი ქვეყნის ჩართულობა და მონაწილეობა ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო მოძრაობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისი გამოსვლაც იქნება მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ გაეროსთვის და ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ჟენევა არის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ცენტრიც და ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ შეხვედრების ორგანიზება მოვაწყოთ", - აცხადებს საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში რევაზ ლომინაძე.