06 ივლისი 2026,   15:21
ვრცლად
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმური ინსპექტირებისას ინდივიდუალური მეწარმე თ.მ.-ის (მისამართი: გორი, კომბინატის დასახლება) არალეგალურ საკონსერვო საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

აღნიშნული დარღვევების გამო, ი/მ თ.მ დაჯარიმდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

 

დღის ამბები