ანაკლიის ნავსადგურის ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენებაზე „იმედია და ლოგიკურად ასეც უნდა მოხდეს, რომ ეს განცხადება წერტილს დაუსვამს ანაკლიის პორტის ირგვლივ აგორებულ და ასაგორებელ სპეკულაციებს“, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
მისი განმარტებით, მალე ოპონენტებმა გამოჩნდება მთავრობის გადაწყვეტილება სწორად აღიქვეს თუ არა.
„უახლოეს პერიოდში ასევე გავიგებთ, სწორად აღიქვეს თუ არა მთავრობის ეს გადაწყვეტილება მათ, ვისაც ბოლო წლებია პოლიტიკური ნევრალგია ემართებოდათ ანაკლიის ზოგიერთ პოტენციურ ინვესტორზე“, - აცხადებს ანჯაფარიძე.