07 ივლისი 2026,   18:35
ვრცლად
ძალიან მოხარული ვარ, რომ 10-15 დღის შემდეგ კიდევ ერთხელ შევხვდი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს. საქართველოში ვიზიტისას ბევრი რამ ვისწავლე მისგან, ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან და პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილისგან - ვუჩიჩი

პირველ რიგში, ძალიან მოხარული ვარ, რომ 10-15 დღის შემდეგ კიდევ ერთხელ შევხვდი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს. საქართველოში ვიზიტისას ბევრი რამ ვისწავლე მისგან, ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან და პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილისგან, - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ბელგრადში ტარდება.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ამგვარი მჭიდრო კავშირებისა და კარგი ურთიერთობების განმტკიცება. ეს მნიშვნელოვანია როგორც ორმხრივ დონეზე, ისე დასავლეთ ბალკანეთის, კავკასიისა და ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი სხვა რეგიონების ქვეყნებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

"პირველ რიგში, ძალიან მოხარული ვარ, რომ 10-15 დღის შემდეგ კიდევ ერთხელ შევხვდი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს. საქართველოში ვიზიტისას ბევრი რამ ვისწავლე მისგან, ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან და პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილისგან. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის ამგვარი მჭიდრო კავშირებისა და კარგი ურთიერთობების განმტკიცება. ეს მნიშვნელოვანია როგორც ორმხრივ დონეზე, ისე დასავლეთ ბალკანეთის, კავკასიისა და ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი სხვა რეგიონების ქვეყნებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

ჩემი შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეულწილად განსხვავდება სხვებისგან. ვფიქრობ, არსებობს ისეთი საკითხები, რომლებიც დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასრულებაზე ფიქრი. იმიტომ, რომ კარგად ვიცი — არც ჩვენ და არც სხვა კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები მომდევნო ერთ, ორ, სამ, ოთხ ან ხუთ წელიწადში ვერ გავხდებით. სწორედ ამიტომ, ამ პერიოდში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი გავაუმჯობესოთ და ევროკავშირთან თანამშრომლობით ისეთი სარგებელი მივიღოთ, როგორიცაა ერთიან ბაზარზე წვდომა ან უფრო ღია საზღვრები. ეს არის ის შედეგები, რომელთა მიღწევაც ჩვენი ხალხების ინტერესებში უკვე ახლა შეგვიძლია.

რა თქმა უნდა, ერთ დღეს ყველა ევროკავშირის წევრი გავხდებით, მაგრამ ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება. ამიტომ საჭიროა ვიყოთ რაციონალურები და რეალისტები. ვფიქრობ, ეს ახალი მიდგომა, რომლის ინიციატორებიც კანცლერი ნეჰამერი და პრეზიდენტი მაკრონი არიან, შეიძლება სწორი გზა აღმოჩნდეს. საბოლოო ჯამში, ჩვენს მოქალაქეებს ბიუროკრატიული პროცედურები ნაკლებად აღელვებთ. მათთვის მნიშვნელოვანია საკუთარი ცხოვრება, მათი შვილების მომავალი. სწორედ ეს არის ადამიანებისთვის მთავარი. ამიტომ მიმაჩნია, რომ ძალების გაერთიანება და ამ მიზნებისკენ ერთობლივად სვლა უმნიშვნელოვანესია. გმადლობთ", - აღნიშნა ვუჩიჩმა.

დღის ამბები