07 ივლისი 2026,   18:35
ვრცლად
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით კიკნაძე საქართველოში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ატაშეს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით კიკნაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ატაშეს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა, სამართალდამცავ სფეროში პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები, ინფორმაციის გაცვლის მექანიზმები, ასევე სამომავლო ერთობლივი პროექტები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

საუბარი ასევე შეეხო ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის, კიბერდანაშაულის და სხვა საერთაშორისო გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თანამშრომლობის გაგრძელებისა და არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების მზადყოფნა.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ატაშემ დავით კიკნაძეს FBI-ის ხელმძღვანელობის სახელით მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის, პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო სამართალდამცავ თანამშრომლობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და შესაბამისი მადლობის წერილი გადასცა.

დღის ამბები