07 ივლისი 2026,   20:48
ვრცლად
ჩვენ ვართ ევროპის მომავლის თანაშემოქმედები. კანდიდატ ქვეყნების თავისი სიტყვა ეთქმით როგორც გამოწვევებზე, ასევე პროცესთან დაკავშირებით - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ბელგრადში იმყოფება. შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ, სადამფუძნებლო კონფერენციაში მონაწილეობს.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საინტერესო იქნება სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეების მოსმენა რიგ საკითხებთან დაკავშირებით. 

"ჩვენ გვექნება სხვადასხვა საკითხზე საუბარი, საინტერესო იქნება კოლეგების მოსმენა ყველა საკითხთან დაკავშირებით. ერთი რამე არის ცხადი, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არ არის ცალმხრივი მოძრაობის გზა და არ უნდა იყოს ასე გაგებული, რომ კანდიდატი ქვეყნები არიან მხოლოდ ობიექტები გაწევრიანებისა. ჩვენ ვართ ამ ყველაფრის თანამონაწილე და ევროპის მომავლის თანაშემოქმედები. ასე რომ ვფიქრობ კანდიდატ ქვეყნების თავისი სიტყვა ეთქმით, როგორც გამოწვევებზე, ასევე პროცესთან დაკავშირებით.

მე სხვადასხვა დროს მაქვს საშუალება მქონდეს საუბარი ჩემს კოლეგებთან და მე მქონდა შესაძლებლობა მომესმინა ის სირთულეები, რასაც აწყდებიან გაწევრიანების გზაზე. 

დღეს გვექნება ამაზე მსჯელობა და მივიღებთ ერთობლივ დეკლარაციას და შემდეგ, იმედია, რომ გვექნება ინტენსიური თანამშრომლობა ამ ფორუმის ფარგლებში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

დღის ამბები