07 ივლისი 2026,   20:48
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" დაასწრებს საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესებს და საკუთარ თავს თვითონვე გააუქმებს - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვებს დაასწრებს და თავადვე გაიუქმებს საკუთარ თავს.

პაპუაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" არასერიოზული და კომიკურია.

"კარგი პროცესია. "ნაციონალური მოძრაობა" დაასწრებს საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესებს და საკუთარ თავს თვითონვე გააუქმებს.

რამდენიმე დღის წინ აპლიკაციის პრეზენტაცია ჰქონდათ, აპლიკაციით უნდათ ხელისუფლების ხელში აღება. ეს ცალკე კომიკური სიტუაციაა. შეიკრიბნენ 20 კვადრატულ მეტრიან ოთახში და აპლიკაციებით აანონსებენ ხელისუფლების ხელში აღებას.

არასერიოზული ხალხია, ეს არის იმ ადამიანების გზა, რომლებიც არა საკუთარ ხალხს, არამედ სხვის ნაამბობს უსმენს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები