07 ივლისი 2026,   20:48
ვრცლად
ნიკოლოზ მეტრეველი გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე: უცნაურია, როგორ ახერხებს ზოგიერთი პოლიტიკოსი, რომ საქართველოს სტრატეგიული ინტერესები მუდმივად სხვების თანამონაწილეობით განიხილონ, თითქოს, საკუთარი სახელმწიფოს მართვის უნარის რწმენა საერთოდ დაკარგული აქვთ

"ანაკლიის პორტი საქართველოს გეოპოლიტიკური ბერკეტია და არა "მეგობრობის კლუბი". უცნაურია, როგორ ახერხებენ ზოგიერთი პოლიტიკოსები, რომ საქართველოს სტრატეგიული ინტერესები მუდმივად სხვების თანამონაწილეობით განიხილონ. თითქოს საკუთარი სახელმწიფოს მართვის უნარის რწმენა საერთოდ დაკარგული აქვთ", - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი "ლელოს" ერთ-ერთი სპიკერის გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე, სადაც ნათქვამია, რომ მათი წინადადებაა, "საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით შეიქმნას "კავკასიური კონსორციუმი" და ანაკლიის მართვა გადაეცეს მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ოპერატორს.

"მეტრეველის შეფასებით, პარტნიორობა მისასალმებელია, მაგრამ სტრატეგიული ობიექტების მართვა საქართველოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, ხოლო, ვისაც ეს განსხვავება არ ესმის, ან სახელმწიფოებრივი აზროვნება აკლია, ან ზედმეტადაა გატაცებული პოლიტიკური ექსპერიმენტებით.

"ანაკლიის პორტი საქართველოს გეოპოლიტიკური ბერკეტია და არა "მეგობრობის კლუბი". უცნაურია, როგორ ახერხებენ ზოგიერთი პოლიტიკოსები, რომ საქართველოს სტრატეგიული ინტერესები მუდმივად სხვების თანამონაწილეობით განიხილონ. თითქოს საკუთარი სახელმწიფოს მართვის უნარის რწმენა საერთოდ დაკარგული აქვთ. რადგან უსამშობლო პოლიტიკოსებს ანაკლიის პორტის მართვაში მეზობლების ჩართვა ასეთ ბრწყინვალე იდეად ეჩვენებათ, მაშინ ისიც პირდაპირ გვითხრან: რომელ სტრატეგიულ ობიექტს ვაბარებთ შემდეგ - რკინიგზას? ენერგეტიკას? აეროპორტებს? თუ მხოლოდ ანაკლიით იწყება ეს "ტოპ ტვინური აზროვნება"? პარტნიორობა მისასალმებელია, მაგრამ სტრატეგიული ობიექტების მართვა საქართველოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ვისაც ეს განსხვავება არ ესმის, ან სახელმწიფოებრივი აზროვნება აკლია, ან ზედმეტადაა გატაცებული პოლიტიკური ექსპერიმენტებით", - წერს მეტრეველი.

დღის ამბები