08 ივლისი 2026,   16:43
ვრცლად
თინა ბოკუჩავას დიდი სიამოვნებით იხილავდა ყველა ჩვენგანი სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე - ირაკლი ფავლენიშვილი

"ნაციონალურ მოძრაობაში" გარდამავალი პერიოდი მიმდინარეობს, რის გამოც უახლოეს კვირებში ყრილობა ჩატარდება და დროებითი მმართველობის ორგანო დაკომპლექტდება. პარტიაში ასევე განიხილავენ ნანუკა ჟორჟოლიანისა და თინათინ ბოკუჩავას სამომავლო სტატუსებს.

დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებსა და საკადრო გადანაწილებაზე განცხადება პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა გააკეთა.

"ჯერ არის გარდამავალი პერიოდი, ამიტომ თავმჯდომარის არჩევნები უშუალოდ როდის ჩატარდება, ამას გავიგებთ. როგორც ვიცით, უახლოეს კვირებში ჩატარდება ყრილობა და ამ ყრილობაზე დროებითი მმართველობის ორგანო დაკომპლექტდება. რაც შეეხება კონკრეტულად ნანუკა ჟორჟოლიანის სტატუსს - ნანუკა ჟორჟოლიანს, რა თქმა უნდა, ჰქონდა სურვილი - მისი სურვილის გარეშე ვერ მოხდებოდა მისი დანიშვნა. თუ არ უნდა, ვერ დააძალებს ვერავინ თავმჯდომარეობას, იქიდან გამომდინარე, რომ ქალბატონმა ნანუკამ უკეთ იცის, როგორ გამოადგება მისი უნარ-ჩვევები ჩვენს პოლიტიკურ ძალას. თინა ბოკუჩავას დიდი სიამოვნებით იხილავდა ყველა ჩვენგანი სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

დღის ამბები