საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი შვეიცარიაში დასრულდა. მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა.
განიხილეს თანამშრომლობის საკითხები და საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში მიმდინარე პროცესები. ყურადღება დაეთმო ეკონომიკური რეფორმების პროცესსა და სავაჭრო სისტემის განვითარებაში თანამშრომლობის მნიშვნელობას.
კიდევ ერთი შეხვედრა პრეზიდენტმა დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან გამართა.
მოგვიანებით, შეხვედრებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, ყელა შეხვედრაზე საქართველოს წინსვლის შესახებ ხაზგასმით ისაუბრეს.
"საქართველო ყალიბდება შუა დერეფნის სავაჭრო-ეკონომიკურ და ციფრულ ჰაბად. ამ დროისთვის, ხელოვნური ინტელექტის დატვირთვის კუთხით, საქართველო წამყვანია. ჩვენი სურვილია, რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო კარგად იყოს განვითარებული.
შესაძლებლობა მქონდა, შევხვედროდი გაეროს გენერალურ მდივანს, ბატონ გუტიერეშს. დღეს შევხვდი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს და ყველა ერთხმად აღნიშნავს საქართველოს განვითარების ტემპს, მის ეკონომიკურ განვითარებას, სამშვიდობო პოლიტიკას.
შეფასებები სწორედ იმის დასტურია, რომ საქართველოს სწორ გზაზე დგას, მისი პოლიტიკა, მთავრობის არსებული გადაწყვეტილებები, ყველასთვის ცნობილია. ხაზგასასმელია გამჭვირვალობა, მთავრობის როლი, არსებულ ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე ბიზნესის თავისუფალი.
ორგანიზაციები, რომლებიც ყოველდღიურად ფლობენ სტატისტიკას, ერთხმად აღნიშნავენ საქართველოს როლს, არსებულ სიტუაციაში", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.