08 ივლისი 2026,   21:16
ვრცლად
"ჩვენი ერთობლივი მუშაობით, დავაარსეთ თანამშრომლობის სრულიად უნიკალური ფორმატი" - სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე

"ჩვენი ერთობლივი მუშაობით, დავაარსეთ თანამშრომლობის სრულიად უნიკალური ფორმატი, რომელიც ასევე ბელგრადის დეკლარაციის მიღებით დავაფუძნეთ, როგორც თანამშრომლობის მუდმივი ფორმატი", - ამის შესახებ სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე, ანა ბრნავიჩი საუბრობს. 

სერბეთში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენცია გაიმართა. 

"ასევე დავადასტურეთ ჩვენი ყველა ქვეყნის ერთგულება ევროპული გზისადმი, როგორც ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი ეკონომიკისთვის საუკეთესო გზისადმი, ისევე, როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის შემდგომი განმტკიცების საუკეთესო გზისადმი. ამავე დროს, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი სრული ერთგულება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრინციპებისადმი და საერთაშორისო სამართლის პატივისცემისადმი," - აცხადებს სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე, ანა ბრნავიჩი.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტი ბელგრადის დეკლარაციას მიუერთდა, რომელიც სერბეთში გამართული ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა საინაუგურაციო კონფერენციის ფარგლებში მიიღეს. დეკლარაციაში ხაზგასმულია პარლამენტების მნიშვნელოვანი როლი ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

შემდეგი კონფერენცია 2027 წელს, მოლდოვაში გაიმართება.

დღის ამბები