08 ივლისი 2026,   20:56
ვრცლად
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, სასამართლომ იმედა ქათამაძეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, ხოლო ინა დადუნაშვილი 1500 ლარით დაჯარიმდა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა იმედა ქათამაძეს, რომელმაც ადვოკატ ირინე ფერაძეს შეურაცხყოფა მიაყენა. ქათამაძემ თქვა, რომ მომხდარს ნანობს და აღიარებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კი, 1500 ლარით დააჯარიმა ინა დადუნაშვილი, რომელმაც თენგიზ ჭანტურიძეს შეურაცხყოფა მიაყენა.

დღის ამბები